ქეთევან ციხელაშვილი - ქართველებს, ოსებს, აფხაზებს და ნებისმიერი ეროვნების მოქალაქეს გვაერთიანებს ის, რომ მშვიდობა გვინდა, 2020 წელი წარმატებული ყოფილიყოს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი წეროვანის დევნილთა დასახლებაში, ახალგორის რაიონიდან დევნილ ბაშარულების მრავალშვილიან ოჯახს ესტუმრა, სიმბოლური საახალწლო საჩუქრები გადასცა და დამდეგი ახალი წელი მიულოცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს.

“ბაშარულების ოთხშვილიანი ოჯახის მსგავსად, სახელმწიფო მინისტრის აპარატისგან საჩუქრები, ახალგორის რაიონიდან დევნილმა, კიდევ 21-მა მრავალშვილიანმა ოჯახმა მიიღო.

ქეთევან ციხელაშვილმა, წეროვანის დევნილთა დასახლებიდან ახალი წელი მიულოცა ახალგორელებს, რომლებიც მეოთხე თვეა ე.წ. გამშვები პუნქტის ჩაკეტვის გამო სრულ იზოლაციაში იმყოფებიან და ოჯახის წევრებთან შეხვედრას ახალ წელსაც კი ვერ ახერხებენ.

„დღეს წეროვანში ბაშარულების მრავალშვილიან ოჯახს ვესტუმრეთ, სადაც ოთხი არაჩვეულებრივი პატარა იზრდება. ახალგორიდან დევნილ ყველა მრავალშვილიან ოჯახს მივულოცეთ ახალი წელი და მათთან ერთად, რა თქმა უნდა, ყველა ოჯახს, ყველა პატარას ვულოცავ. განსაკუთრებით კი იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის მთავარი გამოწვევის - მიმდინარე ოკუპაციისა და გადაუჭრელი კონფლიქტის სიმძიმეს ყოველდღურად გრძნობენ. მე დღეს წეროვანიდან გილოცავთ. იმ დასახლებიდან, სადაც დევნილობაში მყოფი ჩვენი მოსახლეობაა. ძირითადად ახალგორიდან დევნილი.

დღეს ოჯახების ნაწილი გაყოფილია. ახალგორის მიმართულებით მიმოსვლა შეზღუდულია. მე მინდა იმ ადამიანებს, რომლებიც მავთულხლართებს მიღმა, ახალგორში ცხოვრობენ, მივულოცო ახალი წელი. გამძლეობისათვის, სიმტკიცისათვის მადლობა ვუთხრა და გამოვთქვა იმედი, ასევე მივცე პირობა, რომ მუშაობას, მათი ძალიან მძიმე პირობების შესამსუბუქებლად, აუცილებლად გავაგრძელებთ. იმისთვის, რომ ჰქონდეთ გადაადგილების, საკუთარ ოჯახებთან შეერთებისა და მათი საჭიროებებისა და ინტერესების განხორციელების შესაძლებლობა.

ასევე მივულოცავ ყველას გალის რაიონში, კოდორში, მთლიანად აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ყველას, განურჩევლად ეთნიკური წარმომავლობისა, რადგანაც დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ყველას, ქართველებს, ოსებს, აფხაზებს და საქართველოს სხვა ნებისმიერი ეროვნების მოქალაქეს გვაერთიანებს მინიმუმ ის, რომ გვინდა მშვიდობა შვილებისათვის, განვითარებული მომავალი და კეთლდღეობა. ამისათვის მუშაობს დღეს საქართველოს ხელისუფლება, ესაა საზოგადოების მთავარი დაკვეთა და გისურვებთ, რომ 2020 წელი განსაკუთრებით წარმატებული ყოფილიყოს“ , - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

აღნიშნულ ინფორმაციას სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა