შემოსავლების სამსახურის უფროსმა მებაჟე ოფიცრებს დამდეგი ახალი 2020 წელი მიულოცა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი ლევან კაკავა საბაჟო გამშვებ პუნქტ „წითელ ხიდს“ ესტუმრა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, ლევან კაკავამ შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილესთან ვლადიმერ ხუნდაძესა და საბაჟო დეპარტამენტის უფროსთან მამუკა ჯანგულაშვილთან ერთად ახალი წლის დადგომა იმ მებაჟე ოფიცრებს მიულოცა, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ.

,,პირველ რიგში, მინდა მადლობა გადაგიხადოთ წლების განმავლობაში გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისთვის, დაუღალავი შრომისთვის და თქვენზე დაკისრებული მოვალეობების ეფექტიანად შესრულებისთვის. გმადლობთ, კეთილსინდისიერებისა და ერთგულებისთვის. ასევე, მინდა მოგილოცოთ დამდეგი შობა-ახალი წელი გისურვოთ წარმატებები, კეთილდღეობა და კიდევ ერთხელ ავღნიშნო თითოეული თქვენგანის მიერ შეტანილი წვლილი საბაჟო სისტემის განვითარებასა და სრულყოფაში. ვიმედოვნებ, რომ 2020 წელი კიდევ უფრო ნაყოფიერი იქნება, როგორც საგადასახადო შემოსავლების მობილიზების, ასევე საერთაშორისო ვაჭრობის შეუფერხებლად განხორციელების მიმართულებით“, - აღნიშნა შემოსავლების სამსახურის უფროსმა და მებაჟე ოფიცრებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა