მამუკა ხაზარაძე -ბოლო წერტილი შვილმკვდარი მამისთვის კარვის წართმევა იყო -   ხელისუფლება ისედაც გაუბედურებულ ოჯახს ცინიკურად ექცევა

„იმის ნაცვლად, რომ სამართალი აღადგინოს, დამნაშავეები დასაჯოს, ხელისუფლება ისედაც გაუბედურებულ ოჯახს ცინიკურად ექცევა“, - ასე აფასებს ,,ლელო საქართველოსთვის’’ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე პარლამენტის წინ კარვების აღებისა და ატრაქციონების დადგმის ფაქტს.

მამუკა ხაზარაძის განცხადებით, 2019 წელი მძიმე წელი იყო.

„დავინახეთ, როგორ მიიტაცეს ჩვენი სახელმწიფო და თითქმის ყველა ინსტიტუცია. ბოლო წერტილი კი ახალ წელს შვილმკვდარი მამისთვის კარვის წართმევა იყო. ივანიშვილი და მისი ხელისუფლება ყოველგვარ ზღვარს გადადის. ეს ხელისუფლება, იმის ნაცვლად, რომ სამართალი აღადგინოს, დამნაშავეები დასაჯოს, ისედაც გაუბედურებულ ოჯახს ცინიკურად ექცევა; ეს უსამართლობა არავის შერჩება. ეს დამთავრდება 2020 წელს მშვიდობიანად, ხალხის გამარჯვებით. ხალხის, რომელსაც ივანიშვილი არაფრად აგდებს. დამთავრდება საღი აზრის გამარჯვებით. ჩვენი პოლიტიკური გაერთიანება "ლელო საქართველოსთვის" ამას დაასრულებს და ქვეყანაში დაიწყება აღმშენებლობა’’ - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

აღნიშნულ კომენტარს პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ პრესსამსახური ავრცელებს.

ცნობისთვის, სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციის წარმომადგენლები მთელი ღამის განმავლობაში პარლამენტის შენობასთან იმყოფებოდნენ. ისინი შენობის წინ კარვების ნაცვლად ატრაქციონების დადგმას აპროტესტებდნენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა