მშობლის ან ბავშვის სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრთან ხელშეკრულების დადებაზე უარი ადმინისტრაციული წესით დასჯადი ქმედება გახდა

მშობლის ან ბავშვის სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრთან ხელშეკრულების დადებაზე უარი ადმინისტრაციული წესით დასჯადი ქმედება გახდა.

2020 წლის 1-ელი იანვრიდან ძალაში შედის „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ კანონსა და მისგან გამომდინარე „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შეტანილი ცვლილებები.

კანონპროექტის მიხედვით, მშობლის ან ბავშვის სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრთან ხელშეკრულების დადებაზე უარი ან ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარიდან 300 ლარამდე ოდენობით, ხოლო იგივე ქმედების განმეორებით ჩადენა 1 წლის განმავლობაში - დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებებით იქმნება არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი, რომელიც არასრულწლოვანთა რეფერირების სისტემის კოორდინაციას განახორციელებს.

არასრულწლოვანთა რეფერირების ეტაპები გულისხმობს: ა) რთული ქცევის მქონე არასრულწლოვნის იდენტიფიცირებას და არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ინფორმირებას; ბ) არასრულწლოვნის მდგომარეობისა და მისი ინდივიდუალური საჭიროებების შეფასებას; გ) არასრულწლოვნის შესაბამის სერვისებში/პროგრამებში ჩართვას; დ) ოჯახის სოციალური ფუნქციონირების მხარდამჭერი სერვისების განვითარებასა და უზრუნველყოფას; ე) შესაბამის სერვისებში/პროგრამებში არასრულწლოვნის მონაწილეობის მონიტორინგს და არასრულწლოვნის მდგომარეობის ზედამხედველობას; ვ) შესაბამისი სერვისის/პროგრამის დასრულების შემდგომ მონიტორინგს; ზ) უკიდურეს შემთხვევაში, არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში გაგზავნას.

არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში შესაძლებელია 10-დან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვნის გაგზავნა არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის სპეციალისტთა ჯგუფის შუამდგომლობაში განსაზღვრული ვადით, რომელიც არ აღემატება ერთი სასწავლო სემესტრის ხანგრძლივობას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა