1-ელი იანვრიდან პრობაციის ეროვნული სააგენტო და დანაშაულის პრევენციის ცენტრი ერთიანდება

იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირები - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო და დანაშაულის პრევენციის ცენტრი ერთიანდება.

2020 წლის 1-ელი იანვრიდან ძალაში შედის იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის მიხედვითაც ზემოაღნიშნული ორი უწყება გაერთიანდება და ერთ სსიპ-ად - დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სახით ჩამოყალიბდება.

ცვლილებების მიხედვით, გაერთიანდება ამ დაწესებულებათა ფუნქციებიც. ამასთან, გაერთიანებულ სააგენტოს რთული ქცევის მქონე არასრულწლოვანთა სოციალიზაცია-რეაბილიტაციის ფუნქცია მიენიჭება.

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ფარგლებში ახალი სტრუქტურული ერთეული - არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი შეიქმნება, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით, არასრულწლოვანთა რეფერირების სისტემის კოორდინაციას განახორციელებს.

არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრში 80 - მდე პირის დასაქმება იგეგმება და მათი ყოველწლიური ხელფასის ჯამური რაოდენობა მიახლოებით 1 304 400 ლარს შეადგენს. ამასთან, ცენტრის ფუნქციონირებისთვის იგეგმება 12 ავტომობილის შეძენაც.

გარდა ამისა, იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ-ი პენიტენციური და პრობაციის სისტემის მოსამსახურეთა მომზადებისა და გადამზადების ცენტრის ფუნქციას სსიპ - იუსტიციის სასწავლო ცენტრი შეითავსებს, ხოლო პენიტენციური და პრობაციის სისტემის მოსამსახურეთა მომზადების ცენტრი “მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრად“ გარდაიქმნება და მისი მთავარი მიზანი მსჯავრდებულთა, პატიმართა და პრობაციონერთა პროფესიული მომზადება და გადამზადება გახდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა