„112“  და „ერთობლივი ოპერაციების ცენტრი“ ერთიანდება

შს სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „112“ და ამავე სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი „ერთობლივი ოპერაციების ცენტრი“ ერთიანდება. უკვე ამოქმედდა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის მიხედვითაც, აღნიშნული ორი უწყების გაერთიანებით იქმნება საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“.

„112“-ის ფუნქციად რჩება საგანგებო სიტუაციების, სასწრაფო სამედიცინო დახმარების, დანაშაულის, სამართალდარღვევებისა და გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის მიზნით შეტყობინებების მიღება ერთიანი სატელეფონო ნომრის −112-ის საშუალებით.

აგრეთვე, მის უფლებამოსილებებს ემატება ქვეყნის მასშტაბით 24-საათიანი უწყვეტი ვიდეომეთვალყურეობის განხორციელება დანაშაულის ჩადენის, დანაშაულის მცდელობის ფაქტის, ძებნილი პირებისა და ავტომობილების აღმოჩენის, სამართალდარღვევის დაფიქსირებისა და შესაბამისი რეაგირების მიზნით.

აღსანიშნავია, რომ ცვლილების შემდეგ, კერძო დაცვითი საქმიანობის ლიცენზიას სამინისტროს ნაცვლად, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ გასცემს. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ გახდება აღნიშნულ საქმიანობაზე კონტროლის განმახორციელებელი სუბიექტიც, შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ნაცვლად.

2020 წლიდან იზრდება “112“-ის მომსახურების საფასური ფიზიკური პირებისთვის. კერძოდ, მთავრობის დადგენილებით, ნაცვლად 20 თეთრისა, ფიზიკური პირებისთვის „112“-ის გადასახადი 40 თეთრი იქნება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა