მალხაზ მაჩალიკაშვილი - მესამე წელია ღია ცის ქვეშ, ყინვაში, მშიერი, დაქანცული, მხეცივით დაჭრილი, უკვნესოდ ვდგავარ და ამას მთელი საქართველო ხედავს

მესამე წელია ღია ცის ქვეშ, ყინვაში, მშიერი, დაღლილი, დაქანცული, მხეცივით დაჭრილი, უკვნესოდ ვდგავარ და ამას მთელი საქართველო ხედავს. ვისაც კაცობა, ღირსება და პატრიოტიზმი შერჩენია, ის გამოვა და გვერდით დამიდგება, - ამის შესახებ მალხაზ მაჩალიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ის აპირებს, რომ ახალ წელს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ შეხვდეს.

"მერიის თანამშრომლები შემპირდნენ, რომ დღეს საღამოსთვის ჩემი კარავი და ბანერი პარლამენტის წინ დაბრუნდებოდა. მე ამ წუთამდე ველოდები როდის მომიტანენ, მაგრამ იმდენი ტყუილი და ღალატი ვნახე ამ ხელისუფლების მხრიდან, არ გამიკვირდება, რომ თქვან - არა, არ დაგვირეკავს და არ გვითქვამსო. კარავი იქნება? მე და ჩემი მეუღლე კარავში დავრჩებით, კარავი არ იქნება? ღია ცის ქვეშ დავრჩებით და აქ ვიქნებით არამარტო ახალ წელს, არამედ იქამდე, სანამ სახელმწიფო არ აღიარებს, რომ მათ ჩვენ უდანაშაულო ბავშვი მოგვიკლეს. ამ წუთას მე იმის საშუალება არ მაქვს, რომ კარავი ვიყიდო და დავდგა. მე ვიბრძოლებ, რომ არ განმეორდეს ის, რაც თემირლანის შემთხვევაში მოხდა. მე აქ ბავშვების მოსვლა გამეხარდება, მაგრამ ყოვლისშემძლეს ვფიცავარ, დღევანდელ ხელისუფლებას ბავშვები საერთოდ არ ადარდებს. მათ ეს ატრაქციონები ჩემი კარვების ასაშლელად დადგეს", - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს