თბილისში ყვითელი ავტობუსი ხეს დაეჯახა, რასაც მგზავრის სიცოცხლე ემსხვერპლა

ავლაბარში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაცით, ყვითელი ავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს დაეჯახა, რის შედეგადაც დაიღუპა ერთი მგზავრი, მძღოლი კი მსუბუქად დაშავდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას ითვალისწინებს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

იხილეთ ვიდეო: თბილისში ავტობუსის ხეზე შეჯახებას მგზავრის სიცოცხლე ემსხვერპლა

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა