თბილისის გარეუბნებში 4 იანვარს შესაძლოა, მოთოვოს

თბილისში, 4 იანვარს, ღამისა და დილის საათებში მცირე ნალექია მოსალოდნელი. ქალაქის გარეუბნებში კი შესაძლებელია მცირე თოვლი მოვიდეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გრძელვადიანი პროგნოზების მთავარმა სპეციალისტმა, ნინო წვერავამ განუცხადა. მისივე თქმით, ტემპერატურა ხვალ 7 გრადუსამდე აიწევს.

„თბილისში ხვალ უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დაახლოებით 7 გრადუსამდე აიწევს. 4 იანვარს, მცირე ნალექია მოსალოდნელი ღამისა და დილის საათებში. ქალაქის გარეუბნებში კი მცირე თოვლია შესაძლებელი. 4 იანვარს, ღამის ტემპერატურა +1 გრადუსი იქნება, ხოლო ღამის ტემპერატურა 5 გრადუსამდე იქნება. 5 იანვრიდან უნალექო ამინდია მოსალოდნელი და ტემპერატურა დაახლოებით 10 გრადუსამდე აიწევს“, - განაცხადა ნინო წვერავამ.

რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, დასავლეთ საქართვლოში 8 იანვრამდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ხვალიდან კი დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს. 7 იანვრამდე უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება.

აღმოსავლეთს საქართველოში კი 3 და 4 იანვარს ზოგან მოსალოდნელია მცირე ნალექი, 7 იანვრამდე, ღამით ტემპერატურა დაახლოებით -3 + 2 გრადუსის ფარგლებში შენარჩუნდება, დღის ტემპერატურა კი 5 -10 გრადუსის ფარგლებში იქნება.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო