თბილისში სათამაშოების ერთ-ერთ მაღაზიაში ხანძარი გაჩნდა

გუშინ ღამით "ამბიენსის" სათამაშოების მაღაზიას ცეცხლი გაუჩნდა, დაზიანებულია მაღაზიის ფანჯრები და შესასვლელი კარი. როგორც "ინტერპრესნიუსს" შს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძრის ლიკვიდაცია გუშინ ღამითვე მოხდა. შემთხვევისშედეგად არავინ დაშავებულა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტოს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის, მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით, ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით სხვისი კუთვნილების დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო