სირიაში სამთავრობო ძალების მიერ განხორციელებულ იერიშის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის არიან ბავშვები

სირიის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონში, კერძოდ, იდლიბის პროვინციაში სამთავრობო ძალების მიერ განხორციელებულ იერიშს სულ მცირე რვა ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ხუთი ბავშვია. როიტერსი ადგილობრივ უფლებადამცველებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ იერიში იმ ადგილას განხორციელდა, სადაც იძულებით გადაადგილებული ოჯახები თავს აფარებდნენ. კერძოდ, სკოლის შენობაზე, სადაც ათობით მშვიდობიანი მოქალაქეები იმყოფებოდნენ. დაშავებულია 16 ადამიანი.

როგორც სირიის ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციაში აცხადებენ, მსხვერპლთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს.

შეგახსენებთ, სირიის სამთავრობო ძალები რუსეთის დახმარებით 2019 წლის აპრილის შემდეგ იერიშებს ახორციელებენ სირიის ჩრდილოეთ რეგიონში. აღნიშნულს გამო, ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი იძულებული გახდა საცხოვრებელი დაეტოვებინა. დასავლეთი სირიას მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ იერიშებში ადანაშაულებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა