ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტში სარაკეტო თავდასხმას 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტში სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა, რასაც გასამხედროებული დაჯგუფებების 5 წევრისა და 2 „სტუმრის“ სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ერაყის გასამხედროებულ დაჯგუფებებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, კატიუშას ტიპის სამი რაკეტა სატვირთო ტერმინალთან ახლოს დაეცა და ორი ავტომობილი დაიწვა, რის შედეგადაც მათი ხუთი წევრი და ორი „მნიშვნელოვანი სტუმარი“ დაიღუპა.

ადგილობრივი პოლიციისა და ჯანდაცვის სამსახურის ინფორმაციით კი გარდაცვლილია სულ მცირე 5 და დაჭრილია 9 ადამიანი.

შიიტი მებრძოლების „სახალხო მობილიზაციის ძალებმა“ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ „აშშ-ის მიერ განხორციელებული ლაჩრული დაბომბვის“ შედეგად მათი საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის დირექტორი გარდაიცვალა.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია.

შეგახსენებთ, ბაღდადში აშშ-ის მიერ ერაყში საბრძოლო დაჯგუფება „ქათაიბ ჰეზბოლას“ ბაზებზე მიტანილი ავიაიერიშის გამო, ირანის მიერ მხარდაჭერილი გასამხედროებული დაჯგუფებები სამშაბათს ბაღდადში, აშშ-ის საელჩოში შეიჭრნენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა