ბაღდადის აეროპორტში სარაკეტო თავდასხმის დროს ირანელი გენერალი და ერაყელი საბრძოლო დაჯგუფების მეთაური დაიღუპნენ

ბადღადის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის დროს ირანული ელიტური ქვედანაყოფის „ქუდსის ძალების“ ლიდერი გენერალ-მაიორი ქასემ სულეიმანი და ერაყელი საბრძოლო დაჯგუფების მეთაური აბუ მაჰდი ალ-მუჰანდისი დაიღუპნენ, - ამის შესახებ ერაყის გასამხედროებული ძალების პრესსპიკერმა „როიტერსს“ განუცხადა.

„აბუ მაჰდი ალ-მუჰანდისისა და ქასემ სულეიმანის სიკვდილზე ამერიკელი და ებრაელი მტრები არიან პასუხისმგებლები,“- აღნიშნა ერაყის „სახალხო მობილიზაციის ძალების“ პრესსპიკერმა აჰმედ ალ-ასაადიმ.

აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა, რომლებმაც ვინაობის გამჟღავნება არ ისურვეს, „როიტერსთან“ საუბარში განაცხადეს, რომ თავდასხმის სამიზნე ირანთან დაკავშირებული ორი პირი იყო.

შეგახსენებთ, ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტში სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა, რასაც, ერაყის გასამხედროებულ დაჯგუფებების ინფორმაციით, მათი 5 წევრისა და 2 „მნიშვნელოვანი სტუმრის“ სიცოცხლე ემსხვერპლა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა