ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი გენერლის მკვლელობაზე - ამ გაიძვერული ავანტიურიზმის შედეგებზე პასუხისმგებლობა აშშ-ს ეკისრება

ამ გაიძვერული ავანტიურიზმის შედეგებზე პასუხისმგებლობა აშშ-ს ეკისრება, - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მუჰამედ ჯავად ზარიფმა აშშ-ის მიერ ბაღდადში განხორციელებული საჰაერო დარტყმის კომენტირებისას განაცხადა, რომლის დროსაც ირანელი გენერალი ქასემ სულეიმანი დაიღუპა.

მისივე თქმით, სულეიმანის მკვლელობა სიტუაციის „უკიდურესად სახიფათო და უგუნური ესკალაციაა.“

ზარიფის თქმით, ირანელი გენერლის მკვლელობა რეგიონსა და მთელ მსოფლიოში აშშ-სა და ისრაელის მიმართ წინააღმდეგობას გააძლიერებს. „ამერიკული ტერორისტული ძალების სისასტიკე და სისულელე, რაც მეთაურ სულეიმანის მკვლელობაში გამოიხატა, უდავოდ წარმოქმნის წინააღმდეგობას რეგიონსა და მსოფლიოში“, - ნათქვამია მუჰამედ ჯავად ზარიფის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ირანელი გენერლის დაღუპვაზე კომენტარი გააკეთა „ირანის რევოლუციური გვარდიის“ ყოფილმა მეთაურმა მოჰსენ რეზაეიმაც.

„ის წამებით მოკლულ ძმებს შეუერთდა, მაგრამ ჩვენ ამერიკაზე მძლავრ შურისძიებას განვახორციელებთ,“- წერს რეზაეი სოციალურ ქსელ „ტვიტერში.“

შეგახსენებთ, აშშ-მა ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტში საჰაერო თავდასხმა განახორციელა, რასაც, ერაყის გასამხედროებული დაჯგუფებების ინფორმაციით, მათი 5 წევრისა და 2 „მნიშვნელოვანი სტუმრის“ სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულებს შორის არიან ირანული ელიტური ქვედანაყოფის „ქუდსის ძალების“ ლიდერი გენერალ-მაიორი ქასემ სულეიმანი და ერაყელი საბრძოლო დაჯგუფების მეთაური აბუ მაჰდი ალ-მუჰანდისი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა