თურქეთის პარლამენტმა ლიბიაში ჯარების გაგზავნას მხარი დაუჭირა

თურქეთის პარლამენტმა მიიღო კანონროექტი, რომელიც ლიბიაში, გაერო-ს მიერ აღირებულ მთავრობის მხარდასაჭერად სამხედრო ძალების გაგზავნას ითვალისწინებს. პარლამენტის სპიკერის მუსტაფა სენტოფის თქმით, კანონი 325 ხმით 184-ის წინააღმდეგ მიიღეს.

მანამდე, ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯებ თაიფ ერდოღანმა ხელი მოაწერა ორგვერდიან რეზოლუციას, რომელშიც განაცხადა, რომ ლიბიის მოვლენები საფრთხეს უქმნის რეგიონის უსაფრთხოებას და პარლამენტისგან მოითხოვა თანხმობა თურქეთის ჯარის უცხო ქვეყანაში განთავსების შესახებ ერთი წლის ვადით.

ცნობისთვის, 2014 წლის მოვლენების შემდეგ ლიბია ორ ნაწილადაა გაყოფილი. როგორც ცნობილია, გაერო ლიბიის დროებით მთავრობას აღიარებს, ხოლო რუსეთი, ირანი და ეგვიპტე აღმოსავლეთ ლიბიაში ხალიფა ჰაფტარის რეჟიმს უჭერენ მხარს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო