წყალმომარაგების კომპანია - გუდაურში "რედკოს დასახლებაში" წყლის სტაბილური მიწოდებისთვის წყლის დამატებითი მარაგის მოპოვების სამუშაოები მიმდინარეობს

გუდაურში გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ტექნიკური ჯგუფები, შესაბამის სამსახურებთან ერთად, წყლის დამატებითი მარაგის მოსაპოვებლად მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის მიმდინარეობს დროებითი სატუმბო სადგურის მოწყობა, რათა მოხერხდეს წყლის მარაგის დამატება და რეზერვუარების შევსება.

„პარალელურად, „რედკოს დასახლებას“ წყალი მიეწოდება წყალმზიდების საშუალებით. დასახლებას წყალს მანამდე მიაწვდიან, სანამ დამატებითი მარაგის მოპოვების სამუშაოები არ დასრულდება. გუდაურში მშრალმა კლიმატურმა პირობებმა წყლის მარაგის შემცირება, ხოლო სეზონზე გაზრდილმა მოხმარებამ წნევის ვარდნა გამოიწვია. წყლის მარაგის შემცირებისა და წნევის ვარდნის გამო, რეზერუარების შევსებას პრობლები შეექმნა და ,,რედკოს დასახლება"-ში წყლის მიწოდება შეფერხდა,”- აღნიშნავენ კომპანიაში.

ცნობისთვის, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას გუდაურში დაწყებული აქვს წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო ქსელის მშენებლობა-რეაბილიტაცია. პროექტის განხორციელების შედეგად, სრულად შეიცვლება ამორტიზებული და მოძველებული სისტემები, რაც საბოლოოდ აღმოფხვრის საკურორტო ზონაში სეზონურად არსებულ პრობლემებს. სამუშაოებს აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით 50 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება.

კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირის მედიაცია გახდა ინსტრუმენტი, რომელიც არ არის ერთჯერადი, სანამ კრიზისი არ მოგვარდება, ევროკავშირი ამ პროცესში ჩართული იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 01.03.2021
ქართული კონსტიტუციის 100 წლისთავთან დაკავშირებით კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი სამეცნიერო კრებულს ამზადებს
ევროპის გუნდი: ლიბერთი ბანკისთვის უზრუნველყოფილი დამატებითი დახმარებით, COVID-19-ის კრიზისის დასაძლევად  ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერა ახალ ეტაპზე გადადის
"მაგნიტის" ყოველდღიური 20%-იანი აქცია უფრო მრავალფეროვანი ხდება
სამომხმარებლო სესხი 3-თვიანი სრული საშეღავათო პერიოდით - ტერაბანკის ახალი აქცია
ბაკურიანში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით მსოფლიო თასის ეტაპი სკი კროსში დასრულდა