„აიპლიუსი" საახალწლო-საშობაო ფასდაკლებებს აგრძელებს

Apple-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში „აიპლიუსი" საახალწლო-საშობაო ფასდაკლებებს აგრძელებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „აიპლიუსიდან“ აცნობეს, 7 იანვრამდე შეძენილ ნებისმიერ პროდუქციაზე სპეციალური ფასები იმოქმედებს. iPhone-ების და Samsung-ის შეძენას მომხმარებლები თვითღირებულებით შეძლებენ.

„აქციები ახალ მოდელებთან ერთად შეეხება ყველაზე პოპულარულ iPhone-ებსაც, iPhone 7-ს, 8-ს, XR-ს, XS-ს და ნებისმიერ iPad-ს, MacBook-ს და Samsung-ის პროდუქციას. მომხმარებლები ნებისმიერი ტექნიკის შეძენისას მიიღებენ 550 ლარამდე ფასდაკლებას და საჩუქრებს. კვლავ აქტიური ბრონირებული დამცავის ერთწლიანი უფასო დაზღვევა, რომელიც iPhone-ის ნებისმიერი მოდელის შეძენისას მოქმედებს “, - აცხადებს კომპანიის მენეჯერი ლაშა ბაძგარაძე.

მათივე ცნობით, აქციები გავრცელდება სმარტფონების აქსესუარებზეც. ბრონირებული დამცავების და საახალწლო ქეისების შეძენა 50%-იანი ფასდაკლებით იქნება შესაძლებელი.

„ასევე 50%-მდე სარგებელია ტექნიკური დეტალების (შუშის, ეკრანის, ნაწილების) შეცვლისას. სპეციალური ფასდაკლებები გავრცელდება Beats-ის, JBL-ის, Anker-ის, PS4-ის და Xbox-ის პროდუქციაზეც.

საახალწლოდ ყველაზე პოპულარულის საჩუქრის AirPods 2-ის და AirPods Pro შეძენას 200 ლარამდე ფასდაკლებით შეძლებთ“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო