პარლამენტთან „შეცვალეს“ აქტივისტებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოხდა

პარლამენტის შენობის წინ მოძრაობა „შეცვალეს“ აქტივისტებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოხდა.

აქტივისტები პარლამენტის შენობის წინ, იმ ტერიტორიაზე ცდილობდნენ მისვლას და პროტესტის გამოხატვას, სადაც რამდენიმე დღის წინ კარვები იყო გაშლილი, დღეს კი გასართობი სივრცეა მოწყობილი, თუმცა მათ ამის საშუალება სამართალდამცავებმა არ მისცეს.

მოძრაობა „შეცვალე“ გარემოვაჭრეებს, რომლებმაც რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტთან გადასვლაზე უარი განაცხადეს, სოლიდარობას უცხადებენ და ამბობენ, რომ თბილისის მერიის ეს მოთხოვნა მიუღებელია.

აქციის მონაწილეები მოქალაქეებსაც მოუწოდებენ, პარლამენტის წინ მოწყობილ გასართობ სივრცეში ბავშვები არ მიიყვანონ.

ამასთან, ლეიბორისტული პატრიის წევრმა, ლაშა ჩხარტიშვილმა მერიასთან აქცია დააანონსა, რომელიც მისივე თქმით, დღეს, სავარაუდოდ, 14:00 საათზე გაიმართება.

„აქციას სადაც შევძლებთ ყველგან ჩავატარებთ, ამის უფლება გვაქვს. დღეს ვხვდებით გარემოვაჭრეებს და მათი სურვილის მიხედვით ჩავატარებთ აქციას მერიასთან, რომელიც ემსახურება არა კანონს და ქვეყანას, არამედ ივანიშვილის და კალაძის კორუფციულ და პოლიტიკურ ინტერესებს. ცდილობენ მშიერი ადამიანები დაუპირისპირონ შვილმოკლულ მამას, ასეთი სამარცხვინო საქციელი ჩაიდინეს კალაძემ და ივანიშვილმა ბედობას და ახალ წელს, რასაც აუცილებლად მოჰყვება პასუხი,“ - აღნიშნა ლაშა ჩხარტიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ აქციის მონაწილეებს პარლამენტთან მიტანილი აქვთ 20 ივნისს დაზარალებულების ფოტოები და პლაკატები წარწერებით: „აქ შვილმკვდარი მამის კარავი იდგა", „სიკვდილის კვალს ვერ წაშლით", “აქ ბავშვებს თვალები დათხარეს".

იხილეთ ვიდეო: დაპირისპირების ამსახველი კადრები პარლამენტის ტერიტორიიდან - "ვერ გადააქცევთ სისხლით მორწყულ ადგილს საზეიმო ადგილად"

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო