გია ხუხაშვილი - ხელისუფლების ინტერესია, რომ თავად აკონტროლებდეს ანაკლიის პროექტს და შემდეგ ამით ივაჭროს დასავლეთის თუ რუსეთის მიმართულებით

ხელისუფლების ინტერესია, რომ თავად აკონტროლებდეს ანაკლიის პროექტს და შემდეგ ამით ივაჭროს დასავლეთის თუ რუსეთის მიმართულებით. საბოლოო ჯამში პროექტი განხორციელდება თუ არა, ამ პოლიტიკურ კონტექსტზეა დამოკიდებული, - ასე აფასებს ექსპერტი გია ხუხაშვილი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პერსპექტივებს.

როგორც ხუხაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, მიმდინარე წელს განვითარებული მოვლენების ფონზე სავარაუდოა, რომ მთავრობა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულების გაწყვეტისკენ იხრება.

„ მოლოდინი მაინცდამაინც ოპტიმისტური არაა. პრაქტიკულად მთელი წლის განმავლობაში რაც ხდებოდა ერთ რამეზე მეტყველებდა, რომ ხელისუფლება, ერთი მხრივ, მუდმივად ახდენდა პროექტის მხარდაჭერის დეკლარირებას და მეორე მხრივ, ყველაფერს აკეთებდა კონსორციუმის და მისი მენეჯმენტის დისკრედიტაციისთვის, იგივე სისხლის სამართლის საქმეებით და სხვა ტიპის განცხადებებით, ბუნებრივია, ეს ინვესტორს აფრთხობდა და ამით პროექტის ფარულ საბოტირებას უზუნველყოფდა“, - აცხადებს ხუხაშვილი.

რაც შეეხება პროექტის პერსპექტივას, გია ხუხაშვილის თქმით, ანაკლიის პორტის პროექტმა პოლიტიკური განზომილება შეიძინა.

„მგონია, რომ ხელისუფლება არაა საბოლოოდ ჩამოყალიბებული. მას მიაჩნია, რომ უნდა აღადგინოს კონტროლი პროექტზე და შემდეგ ამ პროექტით ივაჭროს სხვადასხვა მიმართულებით, იგივე დასავლეთის თუ რუსეთის მიმართულებით. პროექტმა აშკარად გამოხატული პოლიტიკური განზომილება შეიძინა", -აცხადებს გია ხუხაშვილი.

მისივე თქმით, თუ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ პროექტიდან ჩამოშორება მოხდება, კონსორციუმს სრულიად ლოგიკური პრეტენზიები ექნება ხელისუფლებასთან და დავამ შეიძლება საერთაშორისო დონეზე გადაინაცვლოს, დავის პერიოდში კი ალტერნატიული ინვესტორის მოძიების პერსპექტივა ბუნდოვანია, რაც პროექტის გაურკვეველი ვადით დამუხრუჭებას გამოიწვევს.

შეგახსენებთ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, “ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ ვალდებულებების შესრულება ვერ შეძლო და მთავრობა უახლოეს სხდომაზე იმსჯელებს კონსორციუმთან გაფორმებული ხელშეკრულების საკითხზე.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს