შსს წნორში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

შს-ს ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცმა, რომელმაც წნორში საკუთარი დეიდა მოკლა, სახლიდან ფული და ძვირფასი ნივთები წაიღო.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციაშია აღნიშნული, ბრალდებულმა თავის ნათესავს თავის არეში ბლაგვი საგნით დაზიანებები მიაყენა და მიიმალა.

უწყების ცნობით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დამნაშავე, 1993 წელს დაბადებული ი.გ. ცხელ კვალზე დააკავეს. შსს-ს ცნობით, დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

„მიმდინარე წლის 2 იანვარს, ქალაქ წნორში, თავის საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი ნახეს 1969 წელს დაბადებული ი.ხ. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც გარდაცვლილის ნათესავია, თავის არეში ბლაგვი საგნით დაზიანებები მიაყენა ი.ხ.-ს, სახლიდან წაიღო ფული და ძვირფასი ნივთები და მიიმალა. ი.ხ. მიღებული დაზიანებებით გარდაიცვალა.

პოლიციამ ნივთმტკიცების სახით დანაშაულის ადგილიდან წაღებული ოქროს ნივთები და ფულადი თანხა ამოიღო.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,” - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო: ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც, გამოძიების ვერსიით წნორში საკუთარი დეიდა მოკლა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო