„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე პოეტ დავით წერედიანის გარდაცვალებას ეხმაურება

პოლიტიკური გაერთიანების „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე პოეტ დავით წერედიანის გარდაცვალებას ეხმაურება.

,,საქართველოს კიდევ ერთი დიდი ადამიანი დააკლდა. გარდაიცვალა პოეტი და მთარგმნელი დავით წერედიანი, რომელმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ქართული ლიტერატურის განვითარების საქმეში. დავით წერედიანის მიერ ნათარგმნი მსოფლიო ლიტერატურის შედევრები ფასდაუდებელია, ზღაპრები და სვანური ხალხური პოეზიის ნიმუშები - ბრწყინვალე, ხოლო ორიგინალური პოეზია - უნიკალური. დავით წერედიანმა ქართულ ლიტერატურულ სივრცეში ახალი, ღრმა და მრავლისმომცველი ეპოქა შექმნა.

დავით წერედიანი იყო ის ადამიანი და შემოქმედი, რომელიც ჩუმად, თავმდაბლად აკეთებდა დიდ ქართულ საქმეს. ვიზიარებ დავით წერედიანის ოჯახის, მეგობრებისა და კოლეგების ღრმა მწუხარებას და იმედს გამოვთქვამ, რომ მისი სახელი ყოველთვის სათანადოდ და ღირსეულად იქნება დაფასებული!’’ ,- აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

აღნიშნულ ინფორმაციას “ლელო საქართველოსთვის“ პრეს სამსახური ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა