საქართველოს პრეზიდენტის ნაძვის ხის ზეიმი წელს გორში ჩატარდება

პრეზიდენტის ნაძვის ხის ზეიმი წელსაც რეგიონში გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. წინასაშობაო კონცერტი გორის ცენტრში 6 იანვარს 17:00 საათზე ჩატარდება და საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს მოსახლეობას დამდეგ შობას გორიდან მიულოცავს.

“პრეზიდენტის ნაძვის ხის ზეიმზე დასწრების ნებისმიერ მსურველს საშუალება ექნება მოუსმინოს ქართული ესტრადის ვარსკვლავებსა და გორის თეატრის მსახიობებს, რომლებიც სადღესასწაულო განწყობის შექმნაზე იზრუნებენ.

იმის გათვალისწინებით, რომ გორელები ყოველთვის განსაკუთრებულად ეკიდებოდნენ ქართულ ფოლკლორსა და ქართულ საგუნდო სიმღერას, მაყურებლის წინაშე 6 იანვარს წარდგებიან ასევე: გორის ფოლკლორული ანსამბლი, გორის ქალთა კაპელა და გორის გოგონათა გუნდი. პრეზიდენტის ნაძვის ხის ზეიმზე მისულ ბავშვებს საშობაო საჩუქრები დაურიგდებათ”,-ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს