გურჯაანში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირით მოწამლული მამა-შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ისინი მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან

გურჯაანის რაიონში პურის საცხობში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირით მოწამლული მამა-შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ პრესსამსახურში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, ორივე მათგანი კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში-რეანიმაციაშია მოთავსებული. მამაც და შვილიც მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან.

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა გურჯაანის რაიონის სოფელ გურჯაანში მოხდა. უგონო მდგომარეობაში მყოფი მამა-შვილი პურის საცხობში დღეს დილას თანამშრომელმა ნახა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა