დონალდ ტრამპი - ჩვენ ვიმოქმედეთ, რომ ომი შეჩერებულიყო და არა იმისთვის, რომ დაწყებულიყო

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით,ყასემ სულეიმანის ლიკვიდაცია იმის გამო მოხდა, რომ ირანთან „ომი შეჩერებულიყო“ და არა დაწყებულიყო. მისივე თქმით, მას არ სურს ომი.

„ჩვენ ვიმოქმედეთ, რომ ომი შეჩერებულიყო და არა იმისთვის, რომ დაწყებულიყო. სულეიმანმა თავისი ავადმყოფური მისწრაფებებით ტერორის სცენარი შეიმუშავა ისეთი რეგიონებისთვისაც კი როგორიცაა ახალი დელი და ლონდონი. მისი ტერორით მმართველობა დასრულდა. ის აპირებდა დარტყმა განეხორცეილებინა ამერიკელ დიპლომატებზე და თანამშრომლებზე, მაგრამ ჩვენ ის ამ პროცესის დროს შევაჩერეთ“,-განაცხადა დონალდ ტრამპმა.

შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ, ერაყის დედაქალაქში, პენტაგონის მიერ აეროპორტში განხორციელებული დრონით შეტევის დროს, სხვა სამხედრო მაღალჩინოსნებთან ერთად ირანის ე.წ. ჩრდილოვანი გენერალი, ქვეყნის ხელისუფლების ერთ-ერთი უმაღლესი პირი, ყასემ სულეიმანი დაიღუპა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა