ცოტნე გამსახურდია კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფება

ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გამსახურდიას მეუღლემ ანა ჯაბაურმა განუცხადა. მისივე ინფორმაციით, ცოტნე გამსახურდია კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

თავად ანა ჯაბაური თურქეთში გამგზავრებას ხვალ გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ ცოტნე გამსახურდია თურქეთის კლინიკაში რამდენიმე დღის წინ გადაიყვანეს. საქართველოდან გადაყვანის შემდეგ, მას საზღვარგარეთ ქირურგიული ოპერაცია აღარ ჩატარებია.

ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს დაჭრეს. მას თავდაპირველად, ხეჩინაშვილის კლინიკაში მკურნალობდნენ. მისი დაჭრის ფაქტზე 4 პირია დაკავებული.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს