გაეროში ირანის ელჩი - სულეიმანის მოკვლა იგივეა, რაც ირანისთვის ომის გამოცხადება

გენერალ ყასიმ სულეიმანის მოკვლა, იგივეა რაც ირანისთვის ომის გამოცხადება, - ამის შესახებ გაერო-ში ირანის ელჩმა მაჯიდ თახთ რავანჩიმ CNN-ს განუცხადა. მისივე თქმით, პასუხი სამხედრო ქმედებაზე -სამხედრო ქმედებაა. „სულეიმანის მკვლელობა ნებისმიერი თვალსაზრისით არის სახელმწიფო ტერორიზმის გამოხატულება და როგორც კრიმინალური აქტი წარმოადგენს უდიდეს საფრთხეს საერთაშორისო კანონმდებლობის ფუნდამენტური პრინციპებისადმი“, - განაცხადა რავანჩიმ.

შეგახსენებთ, რომ ბაღდადის აეროპორტში სამხედრო ოპერაციის დროს, ირანის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პირი, „ყუდსის ძალების“ გენერალი, ყასიმ სულეიმანი დაიღუპა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო