არჩილ თალაკვაძე ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქს დაბადების დღეს ულოცავს.

„თქვენო უწმინდესობავ, საქართველოს პარლამენტის სახელით, უდიდესი პატივისცემით გილოცავთ დაბადების დღეს!

თქვენ მთელი სიცოცხლე მიუძღვენით ღვთისმსახურებას, სამშობლოს და ხალხს, რწმენის აღდგენას და გაძლიერებას, სულიერი ტაძრის მშენებლობას, რომელიც გვაერთიანებს. თქვენი მოღვაწეობა ძლიერი მაგალითია ყველა ჩვენგანისთვის!

ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს გისურვებთ!" - ნათქვამია მილოცვის ტექსტში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს