თბილისის მერიასთან  გარემოვაჭრეების მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

თბილისის მერიის წინ გარემოვაჭრეების მხარდამჭერი აქცია იმართება. როგორც ჟურნალისტებს ლეიბორისტული პარტიის წევრმა ლაშა ჩხარტიშვილმა განუცხადა, მათ ორი მოთხოვნა აქვთ: 1. გარემოვაჭრეებს პირველი რესპუბლიკის მოედანზე 15 იანვრამდე მიეცეთ ვაჭრობის უფლება. 2. უახლოესი ერთი თვის ვადაში გარევაჭრობის რეგულაციის მიღება, რომლის თანახმადაც ვაჭრობა შაბათ-კვირის გარდა სხვა დღეებშიც უნდა იყოს შესაძლებელი.

ლაშა ჩხარტიშვილის განცხადებით, თუ ეს ორი მოთხოვნა არ შესრულდება, შემდეგი აქცია თბილისის მერის კახა კალაძის სახლთან გაიმართება.

"თუ კალაძე ორშაბათამდე არ დააკმაყოფილებს ულტიმატუმს და 15 იანვრამდე არ მისცემს გარემოვაჭრეებს პირველი რესპუბლიკის მოედანზე ვაჭრობის უფლებას, ჩვენ უკვე მის სახლთან გავმართავთ აქციას, რათა იქნებ საკუთარი შვილების მაინც შერცხვეს, სხვის შვილებს რომ აშიმშილებს და შვილმოკლულ მამას და მშიერ ოჯახებს ერთმანეთს აპირიპისპირებს", - განაცხადა ჩხარტიშვილმა.

აქციას ესწრებიან გარემოვაჭრეები და მოძრაობა "სირცხვილიას", "გაბედეს" და "შეცვალეს" წევრები.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა