ირანელი გენერალი - ირანი ამერიკელებს დასჯის, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი

ირანი ამერიკელებს დასჯის, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი, - ამის შესახებ ირანის რევოლუციური გვარდიის ერთ-ერთმა მეთაურმა გოლამალი აბუჰემზამ განაცხადა.

ირანული საინფორმაციო სააგენტო Tasnim-ის ცნობით, აბუჰემზამ, რომელიც გვარდიას კერმანის პროვინციაში მეთაურობს, სპარსეთის ყურეში ხომალდებზე თავდასხმის პერსპექტივაც არ გამორიცხა.

„ჰორმუზის სრუტე დასავლეთის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი წერტილია, სადაც ამერიკული გამანადგურებლებისა და სამხედრო ხომალდების დიდი ნაწილი გაივლის. ირანმა ამერიკული სამიზნეების იდენტიფიცირება დიდი ხნის წინ მოახდინა. ჩვენთვის ადვილად ხელმისაწვდომი 35 ამერიკული სამიზნე რეგიონში და ასევე თელ-ავივია,“ - განაცხადა ირანის სამხედრო მეთაურმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს