ლიბიაში სამხედრო სასწავლებელი დაბომბეს, დაღუპულია 28 სტუდენტი

ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლიში სამხედრო სკოლაზე ავიაიერიშის განხორციელების შედეგად სულ მცირე 28 სტუდენტი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა,- ამის შესახებ „დოიჩე ველე“ ადგილობრივ ჯანდაცვის სამსახურებზე დაყრდნობით იუწყება.

გამოცემის ინფორმაციით, თავდასხმა მაშინ მოხდა, როდესაც კადეტები სამწყობრო მომზადების მოედანზე იყვნენ შეკრებილი.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ გარდაცვლილთა რაოდენობა შესაძლოა, გაიზარდოს.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია, თუმცა ხელისუფლება მომხდარში მარშალ ხალიფა ჰაფთარის ლიბიის ნაციონალურ არმიას ადანაშაულებს.

ქვეყანაში შეტაკებები განსაკუთრებით მას შემდეგ გაძლიერდა, რაც ტრიპოლის ხელისუფლებამ თურქეთთან სამხედრო და საზღვაო ხელშეკრულებები გააფორმა და თურქეთმა ლიბიაში ჯარის გაგაზავნის გადაწყვეტილება მიიღო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა