უგანდის პრეზიდენტმა იოვერი მუსევენიმ ჯუნგლებში 195-კილომეტრიანი მსვლელობა დაიწყო, რომლის გასავლელადაც მას 6 დღე დასჭირდება. პრეზიდენტი გაივლის იმავე გზას, რომელიც 1986 წელს მისმა ჯარებმა უგანდის დიქტატორული ხელისუფლების წასვლის შემდეგ გაიარეს. 75 წლის მუსევენის მსვლელობა 10 იანვარს ქალაქ ბირემბოში დასრულდება, სადაც 1985 წელს ქვეყნის დიქტატორული ხელისუფლება დაამარცხეს.
აღსანიშნავია, რომ 75 წლის იოვერი მუსევენი პრეზიდენტის პოსტს 1986 წლიდან იკავებს. ის 2021 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს მე-6 ვადით იყრის.