ადვოკატი დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებაზე - ეს არ არის პოლიტიკური ნება, ეს არის პირადი მიზანი, როგორც საერო, ისე სასულიერო პირებში

ეს არ არის პოლიტიკური ნება, ეს არის პირადი მიზანი გარკვეულწილად, როგორც საერო, ისე სასულიერო პირებში,- ამის შესახებ მსჯავრდებული დეკანოზის გიორგი მამალაძის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

რამიშვილის თქმით, მოლოდინი აქვს, რომ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დეკანოზს არ შეიწყალებს.

„მე მოლოდინი მაქვს, რომ არ შეიწყალებს, იმიტომ რომ, თუ გავითვალისწინებთ, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ორჯერ უარყო ჩვენი მოთხოვნა, მიუხედავად იმისა, რომ შეწყალების კომისიამ დეტალურად იცოდა, რომ უდანაშაულოა, მიიღო კულუარული ინფორმაცია, რომ ეს მოთხოვნა იყო საპატრიარქოში მყოფი გარკვეული პირების და იგივე განმეორდა სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებითაც. ერთხელ უარი თქვა და მეორეჯერ, ახლა არის გადამისამართება, საპატრიარქოდან ამბობენ საჯაროდ, რომ მათ მოიხადეს თავიანთი ვალი და არც დაინტერესებულან საერთოდ, რა შედეგი მოყვა და რომ გაიგეს, რომ არ არის შეწყალებული, ჩვენ რა შუაში ვართო.

კითხვაზე, მამალაძის არშეწყალება იქნება თუ არა გარკვეულწილად ეკლესიის წინააღმდეგ წასვლა, რამიშვილი აცხადებს, რომ „ზუსტად ასეა“.

„კი არ ვფიქრობ, ზუსტად ასეა. ადამიანი, რომელიც უდანაშაულოდაა მსჯავრდებული, კითხვები ექნება საზოგადოებას ხო?! შესაბამისად, არ უნდათ, რომ პასუხი იყოს გაცემული. ამიტომ ხდება ეს ყველაფერი. რეკომენდაციაც იყო სიცრუე იმ თვალსაზრისით, რომ არავინ არ დაინტერესებულა, რა ბედი ეწია მათ გადაწყვეტილებას. ახლა იძახიან, რომ ყველა დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებას. ეს არ არის პოლიტიკური ნება, ეს არის პირადი მიზანი გარკვეულწილად, როგორც საერო, ისე სასულიერო პირებში“,- განაცხადა რამიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 31 ოქტომბერს, სინოდის სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს, საქართველოს პრეზიდენტთან შეწყალების თაობაზე შუამდგომლობა გაეწიოს.

დეკანოზ მამალაძეს 2017 წლის 5 სექტემბერს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

გიორგი მამალაძის ადვოკატი დეკანოზის შეწყალებაზე

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს