საქართველოს საგარეო უწყებაში არც ადასტურებენ და არც უარყოფენ ინფორმაციას, ჩამოვა თუ არა ქვეყანაში ევროპის საბჭოს მინისტერიალზე სერგეი ლავროვი

კოორდინაციაში ვართ ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის სამდივნოსთან და მინისტერიალის ყველა დეტალი ორგანიზაციის წესდების და პროცედურების მიხედვით შეჯერდება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, მაისში დაგეგმილ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის შეხვედრაზე საქართველოში რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის მოსალოდნელ ვიზიტთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე განუცხადეს.

როგორც საგარეო უწყებაში აცხადებენ, სამინისტრო მინისტერიალის საორგანიზაციო საკითხებზე კოორდინაციაშია ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის სამდივნოსთან.

„საქართველო, როგორც ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა უმასპინძლებს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის შეხვედრას მაისში. მინისტერიალის საორგანიზაციო საკითხებზე კოორდინაციაში ვართ ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის სამდივნოსთან და მინისტერიალის ყველა დეტალი ორგანიზაციის წესდების და პროცედურების მიხედვით შეჯერდება,“- აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ხათუნა ლაგაზიძე  - „ოცნება“ ისეთ თავდაღმართშია, ვერავინ გეტყვით, როდის, რა მომენტში აფეთქდება - პლებისციტზე საუბარმა აზრი დაკარგა, მოლაპარაკება აუცილებელია, მაგრამ უპირობოდ - რიგგარეშე არჩევნებზე
რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს გერმანიაში სეზონურ სამუშაოზე წასვლის მსურველი და რა იქნება საქართველოს მოქალაქეების ანაზღაურება?
ქართული პრესის მიმოხილვა 08.03.2021
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ქართულმა პოლიტიკურმა სისტემამ მდგრადობა დაკარგა და გარე ჩარევის გარეშე მისი გამოსწორება შეუძლებელია
სილქნეტი განცხადებას ავრცელებს (R)