ირანი ბირთვული შეთანხმებით დაწესებულ შეზღუდვებს აღარ დაემორჩილება

ირანი 2015 წლის ბირთვული შეთანხმებით დაწესებულ შეზღუდვებს აღარ დაემორჩილება და ურანის გამდიდრებასა და გამდიდრებული ურანის მარაგის რაოდენობაზე დადგენილ ლიმიტებს აღარ დაიცავს, - ამის შესახებ ირანის მთავრობის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც ქვეყნის სახელმწიფო ტელევიზიამ გაავრცელა.

"ირანი გააგრძელებს ბირთვულ გამდიდრებას შეზღუდვების გარეშე და მის ტექნიკურ საჭიროებებზე დაყრდნობით," - ნათქვამია განცხადებაში.

ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, ქვეყანა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ არცერთ შეზღუდვას აღარ გაითვალისწინებს: ურანის გასამდიდრებელი ცენტრიფუგების რაოდენობიდან დაწყებული, გამდიდრებული ურანის მოცულობამდე დამთავრებული, ასევე ურანის გამდიდრების დონეზე, გამდიდრებული ურანის მარაგის რაოდენობასა და ირანის ბირთვულ კვლევებსა და განვითარებასთან დაკავშირებულ მოქმედებებზე დაწესებულ შეზღუდვებს.

განცხადებაში არ არის აღნიშნული, რომ ირანი შეთანხმებას ტოვებს. მთავრობა აცხადებს, რომ ირანი გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან თანამშრომლობას განაგრძობს. განცხადების თანახმად, ირანი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს მაშინ დაუბრუნდება, როცა მისგან სარგებელს მიიღებს.

შეგახსენებთ, აშშ-მა ირანის ბირთვული შეთანხმება დონალდ ტრამპის გადაწყვეტილების შედეგად 2018 წელს ცალმხრივად დატოვა და ირანს 2015 წელს მოხსნილი სანქციები ხელახლა დაუწესა.

ირანმა ბირთვული შეთანხმების შესახებ პოზიციის დაფიქსირება ამ შაბათ-კვირისთვის რამდენიმე ხნის წინ დააანონსა, თუმცა გადაწყვეტილების გაჟღერების დრო ირანელი გენერლის ყასემ სულეიმანის სიკვდილის შემდეგ ირანსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების უკიდურეს დაძაბვას დაემთხვა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა