ერაყის დედაქალაქ ბაღდადში სამი „კატიუშას“ ტიპის რაკეტა ჩამოვარდა, რის შედეგადაც 6 ადამიანი დაიჭრა, - ამის შესახებ „როიტერსი“ ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება.
სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნული სამი რაკეტიდან ორი ე.წ. მწვანე ზონაში ჩამოვარდა, სადაც სამთავრობო შენობები და უცხო ქვეყნების დიპლომატიური მისიები არიან განთავსებული.