ლოს ანჯელესში „ოქროს გლობუსის“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ

ლოს ანჯელესში, „ოქროს გლობუსის“ 77-ე დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. წლის დრამატული ფილმის კატეგორიაში ფილმმა „1917“, რეჟისორის ნომინაციაში კი ამავე ფილმის რეჟისორმა სემ მენდესმა გაიმარჯვა.

წლის ორიგინალური სცენარის ნომიანციაში გამარჯვება რეჟისორმა კვენტინ ტარანტინომ მოიპოვა ფილმისთვის „ერთხელ ჰოლივუდში“. აღნიშნული ფილმი გამოცხადდა გამარჯვებულად წლის კომედიური ჟანრის ფილმის კატეგორიაშიც.

წლის მსახიობი კაცის ტიტული დრამატულ ფილმებში ჯოკერის როლისთვის ჰოაკინ ფენიქსმა მოიპოვა, ამავე კატეგორიაში წლის მსახიობი ქალი კი ჯუდი გერლანდის როლისთვის რენე ზელვეგერი გახდა.

წლის მუსიკალურ ან კომედიურ ფილმებში ქალისა და მამაკაცის როლებისთვის ჯილდოები მიიღეს აკვაფინამ ფილმისთვის „დამშვიდობება“ და ტაარონ ეგერტონმა ელტონ ჯონის განსახიერებისთვის ფილმში „როკეტმენი“.

მეორეხარისხოვანი კაცის როლისთვის ჯილდო მიიღო ბრედ პიტმა, მეორეხარისხოვანი ქალის როლის შესრულებისთვის კი გამარჯვება ლორა დერნმა მოიპოვა ფილმისთვის „ქორწინების ამბავი“.

წლის ანიმაციების კატეგორიაში გამარჯვებული გახდა „დაკარგული რგოლი“. წლის საუნდტრეკისთვის კი ჯილდო მიიღო ელტონ ჯონმა. ნომინაციაში წლის მუსიკალური გაფორმება ფილმში „ჯოკერი“ჰილდურ გუანადოტირმა გაიმარჯვა.

წლის უცხოური ფილმების ნომიანციაში გამარჯვება კი სამხრეთ კორეულ „პარაზიტს“ ერგო .

რაც შეეხება სერიალებს, მინი სერიალების კატეგორიაში ჯილდო ხვდა „ჩერნობილს“. წლის დრამატული სერიალი გახდა „მემკვიდრეობა“, კომედიური ჟანრის სერიალების კატეგორიაში კი „რწყილი“. სერიალების კატეგორიაში სხვადასხვა ნომიანციებში გამარჯვება მოიპოვეს მსახიობებმა - რემი იუსუფი, ფოებე ვოლერ-ბრიჯი (მუსიკალური ან კოემდიური), ბრაიან ქოქსი, ოლივია ქოლმანი (დრამა), რასელ ქროუ მიშელ ვილიამსი (მინსიერიალი).

იხილეთ ვიდეო: ლოს ანჯელესში, "ოქროს გლობუსის" 77-ე დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა