დღეს ნატო-ს ელჩები ირანსა და ერაყში არსებულ ვითარებაზე საგანგებო სხდომას გამართავენ

დღეს ნატო-ს ელჩები ბრიუსელში საგანგებო შეხვედრას გამართავენ, სადაც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები განიხილება. უფრო კონკრეტულად კი, შეხვედრაზე ირანსა და ერაყში არსებულ ვითარებაზე ისაუბრებენ.

შეხვედრა ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის მოწვევით ტარდება.

შეგახსენებთ, რომ 31 დეკემბერს, ერაყში ამერიკის საელჩოზე თავდასხმის საპასუხოდ, აშშ-მა ბაღდადის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დარტმა მიიტანა, რომლის დროსაც სხვა სამხედრო პირებთან ერთად ირანის სამხედრო ლიდერი, „ქუდსის ძალების“ ხელმძღვანელი, ყასიმ სულეიმანი დაიღუპა.

ოფიციალური თეირანი ვაშინგტონს „შურისძიებით“ ემუქრება. აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის თქმით კი, პენტაგონს მიზანში ამოღებული აქვს ირანის 52 სტრატეგიული ადგილი, რომელსაც „ძალიან სწრაფად და ძლიერად გაანადგურებს“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა