დონალდ ტრამპი - ირანს აქვს უფლება დახოცოს და აწამოს ჩვენი ხალხი და ჩვენ არ გვაქვს უფლება შევეხოთ მათ კულტურულ ღირსშესანიშნაობებს? ასე არ გამოვა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, კვირას საღამოს კიდევ ერთხელ გაიმეორა მუქარა ირანის კულტურული ღირსშესანიშნაობების მიმართულებით.

„მათ აქვთ უფლება დახოცონ, აწამონ და დატანჯონ ჩვენი ხალხი, გამოიყენონ ბომბები, რომ ააფეთქონ ჩვენი ხალხი და ჩვენ არ გვაქვს უფლება შევეხოთ მათ კულტურულ ღირსშესანიშნაობებს? ასე არ გამოვა“, - განაცხადა ტრამპმა.

ირანის მიერ შურისძიების პერსპექტივებზე საუბრისას, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თუ ირანი რაიმეს მოიმოქმედებს „აშშ მძლავრად იძიებს შურს“.

ცოტა ხნით ადრე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ ტრამპს არ უთქვამს, რომ აშშ ირანის კულტურულ ღირშესანიშნაობებს ემუქრება.

„რაც შეეხება კრიტიკოსებს. პრეზიდენტ ტრამპს არ უთქვამს, რომ კულტურულ ღირშესანიშნაობებს ემუქრება. წაიკითხეთ კარგად რაც განაცხადა. ჩვენ ნათლად გამოვხატეთ, რომ, თუ ისინი გამოიყენებენ მარიონეტულ ძალებს რეგიონში, ჩვენ მხოლოდ ამ მარიონეტებს არ დავუპირისპირდებით“, - განაცხადა პომპეომ.

შეგახსენებთ, რომ 31 დეკემბერს, ერაყში ამერიკის საელჩოზე თავდასხმის საპასუხოდ, აშშ-მა ბაღდადის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დარტმა მიიტანა, რომლის დროსაც სხვა სამხედრო პირებთან ერთად ირანის სამხედრო ლიდერი, „ქუდსის ძალების“ ხელმძღვანელი, ყასიმ სულეიმანი დაიღუპა.

ოფიციალური თეირანი ვაშინგტონს „შურისძიებით“ ემუქრება. აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის თქმით კი, პენტაგონს მიზანში ამოღებული აქვს ირანის 52 სტრატეგიული ადგილი, რომელსაც „ძალიან სწრაფად და ძლიერად გაანადგურებს“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა