დონალდ ტრამპი - ერაყს ისეთ სანქციებს დავუწესებთ, რომ ირანის სანქციები უფერულად მოეჩვენებათ

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ერაყს სანქციებით ემუქრება. შეგახსენებთ, ქვეყნის პარლამენტმა ერაყიდან უცხოელი სამხედროების გაყვანის შესახებ რეზოლუცია მიიღო.

„თუ ისინი ჩვენ გვთხოვენ, რომ დავტოვოთ ერაყი, ამას ჩვენ ძალიან მეგობრულად არ გავაკეთებთ. ისეთ სანქციებს დავუწესებთ, როგორიც იქამდე არასდროს უნახავს“,-განაცხადა დონალდ ტრამპმა და დასძინა, რომ ერაყისთვის დაწესებულ სანქციებთან შედარებით, ირანის სანქციები „უფერულად მოეჩვენებათ“.

მისივე თქმით, ერაყმა აშშ-ს უნდა გადაუხადოს, თუ სურს, რომ ამერიკულმა ჯარებმა ქვეყანა დატოვონ.

„ჩვენ გვაქვს ძალიან განსაკუთრებული ავიაბაზები იქ. მათი აშენება მილიარდობით დოლარი დაჯდა ჯერ კიდევ სანამ მე ვიქნებოდი პრეზიდენტი. ჩვენ არსად წავალთ თუ ამ თანხებს უკან არ გადაგვიხდიან“,-განაცხადა ტრამპმა.

შეგახსენებთ, გუშინ, ერაყის პარლამენტმა ერაყის მთავრობისგან მოითხოვა ზომების მიღება, რომ აიკრძალოს ნებისმიერი მიზეზით უცხოური ძალების წარმომადგენლებისთვის ერაყის მიწაზე, საჰაერო სივრცესა და წყალზე გადაადგილება.

ამ ეტაპზე, შეერთებულ შტატებს ერაყში დაახლოებით 5 000 ჯარისკაცი ჰყავს, ძირითადად, მრჩევლების სახით.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა