6 თვეში სკოლებში 17 ათასზე მეტი დარღვევა დაფიქსირდა - ამოღებულია ელექტროშოკი, პნევმატური იარაღი, ბასრი საგნები და აზარტული სათამაშო საშუალებები

2019 წლის აპრილი-ივნისისა და სექტემბერ-ნოემბრის (12 ნოემბერის ჩათვლით) პერიოდში, საჯარო სკოლებში საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურმა17 739 დარღვევა/სავარაუდო დარღვევა გამოავლინა. ხოლო აპრილი-ივნისსა და სექტემბრიდან 23 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში 5346 უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერება განხორციელდა. უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერების შედეგად მანდატურებმა სკოლებში ამოიღეს 19 ბლაგვი საგანი, 637 თამბაქოს ნაწარმი/სანთებელა/ასანთი; 42 ბანქო ან სხვა აზარტული სათამაშო საშუალება, 18 საახალწლო ასაფეთქებელი ან მომწამვლელი ნივთიერება; 1 ელექტროშოკი; 1 პნევმატური იარაღი; 29 ბასრი საგანი და 17 სხვა აკრძალული ნივთი.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსის“ მიერ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურიდან საჯარო წესით გამოთხოვილ ინფორმაციაშია ნათქვამი.

მანდატურის სამსახურის თქმით, 2019 წლის აპრილი-ივნისისა და სექტემბერ-ნოემბრის (12 ნოემბერის ჩათვლით) პერიოდში, უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერება ყველაზე ხშირად ჩატარდა თბილისისა და ქვემო ქართლის რეგიონის საჯარო სკოლებში, რადგან, როგორც სამსახურში აცხადებენ, მანდატურის სამსახური აღნიშნულ რეგიონებში რაოდენობრივად ყველაზე მეტ საჯარო სკოლას ემსახურება.

რაც შეეხება უშუალოდ დისციპლინური დარღვევის ტიპებს, როგორც გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციაშია ნათქვამი, 2019 წლის აპრილი-ივნისისა და 2019 წლის სექტემბერი - 23 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში სკოლებში:

  • აზარტული თამაშების 102 შემთხვევა დაფიქსირდა.
  • მანდატურის სამსახურმა 1228 აკრძალული ნივთი ამოიღო.
  • მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა მოსწავლეების მიერ გაკვეთილის გაცდენის 8687 ფაქტი გამოავლინეს
  • ასევე, გამოვლინდა 985 არაეთიკური ქმედება.
  • დაფიქსირდა 68 ასაფეთქებლის გამოყენების ფაქტი.
  • მოსწავლის მიერ გაკვეთილის ჩაშლა ან ჩაშლის მცდელობის 4541 ფაქტი გამოვლინდა.
  • მანდატურებმა აღმოაჩინეს თამბაქოს მოხმარების 552 შემთხვევა.
  • სხეულის დაზიანების კი 37 შემთხვევა იყო.

როგორც მანდატურის სამსახურში ამბობენ, სტატისტიკური მონაცემების მომატება წინა წელთან შედარებით განპირობებულია იმით, რომ 2019 წლის განმავლობაში მანდატურები დამატებით 130 საჯარო სკოლაში შევიდნენ, რამაც ბუნებრივად გამოიწვია დარღვევების ფაქტების გამოვლენა.

რაც შეეხება პოლიციისთვის შეტყობინებას, 2019 წლის აპრილი-ივნისის პერიოდში შეტყობინება პოლიციაზე განხორციელდა 369 შემთხვევაში, ხოლო 2019 წლის სექტემბერი-ნოემბერი (12 ნოემბრის ჩათლით) პერიოდში 284 შემთხვევაში.

ამასთან, როგორც მანდატურის სამსახურში განმარტავენ, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანება განსაზღვრავს იმ შემთხვევებს, რა დროსაც მანდატური/სკოლის ადმინისტრაცია ვალდებულია დაუკავშირდეს „112“-ს.

გარდა ამისა, მანდატურის სამსახურში აზუსტებენ, რომ სტატისტიკური მონაცემები შეეხება იმ საჯარო სკოლებს, სადაც სსიპ - საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურია წარმოდგენილი და მოიცავს მოსწავლეთა საერთო რაოდენობის 80%-ს.

იხილეთ ვიდეო

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს