საქართველოში ირანის საელჩოსთან გენერალ ყასემ სოლეიმანის მკვლელობასთან დაკავშირებით, სამგლოვიარო აქცია გაიმართება

საქართველოში ირანის საელჩოსთან ირანელი გენერლის ყასემ სოლეიმანის მკვლელობასთან დაკავშირებით, სამგლოვიარო აქცია გაიმართება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოდან აცნობეს, სამგლოვიარო-სოლიდარობის აქცია 16:30 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ აშშ-მა ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტში საჰაერო თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც სხვა სამხედრო პირებთან ერთად გენერალი ყასემ სოლეიმანი დაიღუპა, რასაც აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთობის გამწვავება მოჰყვა.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
„გორგიამ“ უზბეკეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაზე მიიღო მონაწილეობა