ავსტრალიაში ხანძრების ლოკალიზაცია კვლავ ვერ ხერხდება

მიუხედავად მცირე წვიმისა, ავსტრალიაში ხანძრების ლოკალიზაცია კვლავ ვერ ხერხდება. ახალი სამხრეთ ველსის შტატს მოსახლეობა ტოვებს. წუხანდელი ღამის მაღალმა ტემპერატურამ და ქარმა ცეცხლის ახალ ტერიტორიებზე გავრცელების საფრთხე შექმნა.

კანბერაში, დაკვამლიანების საგანგაშო ნიშნულის გამო, დახურულია ფედერალური მთავრობის დეპარტამენტის ქალაქის ოფისი, რომელიც საგანგებო მდგომარეობების მართვას უზრუნველყოფს.

ახალი სამხრეთ ველსის ტრანპორტის მინისტრის, ენდრიუ კონსტანსის თქმით, არსებული ვითარება „ატომური ბომბით“ გამოწვეულ მდგომარეობას ჰგავს.

გუშინ, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, სკოტ მორინსონმა განაცხადა, რომ ყველაზე რთული პერიოდი იანვარსა და თებერვალში იქნება.

„კრიზისი არ დასრულებულა. კიდევ თვეები გაგრძელდება“, - განაცხადა მორისონმა.

შეგახსენებთ, სექტემბრიდან მოყოლებული, ხანძრებმა ავსტრალიაში 24 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერლა. დაახლოებით 30 ადამიანი დაკარგულად ითვლება. სიდნეის უნივერსიტეტის ექსპერტის თქმით, ხანძრებს ნახევარი მილიარდი ცხოველი და ფრინველი შეეწირა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა