„ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის, „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის და ცეცხლსასროლი იარაღის შენახვისთვის ბრალდებულებს 8, 7 და 3 წლით პატიმრობა მიესაჯათ

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვის ფაქტებზე ბრალდებულები - ბ.ტ., გ.მ. და რ.ღ. დამნაშავედ ცნო, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გენერალური პროკურატურიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2018 წლის შემოდგომაზე, რ.ღ.-ს ბიზნესპარტნიორთან მ.რ.-სთან ბიზნესის წილებთან და შემოსავალებთან დაკავშირებით დავა წარმოეშვა. რ.ღ.-მ არსებული დავის თავის სასარგებლოდ გადასაწყვეტად, მატერიალური სარგებლისა და უპირატესობის მისაღებად, ასევე მ.რ.-ზე და მის მიერ გადაწყვეტილების მიღებაზე გავლენის მოხდენის მიზნით, „ქურდული სამყაროს“ წევრებს - ბ.ტ.-ს და გ.მ.-ს მიმართა და სთხოვა მათი კრიმინალური გავლენის გამოყენებით, დავა მის სასარგებლოდ გადაეწყვიტათ. თავის მხრივ ბ.ტ-მ და გ.მ-მ დავის გადაწყვეტაში თურქეთში მყოფი „კანონიერი ქურდი“ ზ.მ., ზედმეტსახელად „გლეხოვიჩი“ ჩართეს.

„ბ.ტ. და გ.მ. ხვდებოდნენ მ.რ.-ს და „კანონიერ ქურდის“ ზ.მ.-ს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესრულებას სთხოვდნენ, რაც ბიზნესიდან გარკვეული წილის მათთვის გადაცემას უკავშირდებოდა. აღნიშნულმა პირებმა ამ მიზნით მ.რ. ხსენებულ „კანონიერ ქურდთან“ ასაუბრეს, რომელმაც მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გამოუცხადა.

სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადგინდა, რომ რ.ღ.-მ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და საცხოვრებელ სახლში ინახავდა ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღს, მჭიდს და ვაზნებს.

სამართალდამცველებმა ბ.ტ., გ.მ., და რ.ღ. 2019 წლის 23 მარტს, ქ.თბილისში მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

ბ.ტ.-ს და გ.მ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით („ქურდული სამყაროს“ წევრობა), ხოლო რ.ღ.-ს 2234-ე მუხლის პირველი ნაწილით („ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვა) და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა) წარედგინათ. სამივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბ.ტ., გ.მ. და რ.ღ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად ბ.ტ-ს 8 წლით, გ.მ-ს 7 წლით, ხოლო რ.ღ.-ს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს