ადვოკატი სასამართლო სხდომაზე მიხეილ კალანდიასთვის აღკვეთის ღონისძიების გაუქმების შუამდგომლობას დააყენებს

ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას ადვოკატის, ზურაბ თოდუას განცხადებით, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე აღკვეთის ღონისძიების გაუქმების შუამდგომლობას დააყენებს.

მისი ინფორმაციით, დღეს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ორი მოწმე დაიკითხება.

„დღეს განიხილება ჩემი შუამდგომლობა მიხეილ კალანდიასთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გაუქმების თაობაზე. დასაბუთება მდგომარეობს იმაში, რომ აშკარად გამოკვეთილი პოლიტიკური დაკვეთაა და არანაირი სამართლებრივი საფუძველი მას არ გააჩნია. ჩემს მიერ წარმოდგენილია რამდენიმე მტკიცებულება, რომელიც პირდაპირ ადასტურებს პოლიტიკურ დაინტერებას ამ საქმით. ობიექტურმა სასამართლომ უნდა დააკმაყოფილოს შუამდგომლობა და გააუქმოს აღკვეთის ღონისძიება", - განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, მიხეილ კალანდია ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა 2019 წლის 4 ივნისს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა