დეკანოზ გიორგი მამალაძის მამა - მამა გიორგის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, იგი ვერ გადაადგილდება

დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, იგი ვერ გადაადგილდება, - ამის შესახებ მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის მამამ, ავთანდილ მამალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ე.წ. ციანიდის საქმეზე იგი სიმართლეს ვერასდროს დაამტკიცებს.

„ამ ბავშვს თავზე შემოივლებენ, ის სიმართლეს ვერ დაამტკიცებს. მართალი ადამიანი როგორ შეიძლება ასე გამოკეტილი ჰყავდეთ? რომ იძახიან ციანიდიო, სადაა ციანიდი?! ციანიდი მიკერებული იარლიყია," - განაცხადა დეკანოზის მამამ, ავთანდილ მამალაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საშობაოდ 5 მსჯავრდებული შეიწყალა. რაც შეეხება დეკანოზ გიორგი მამალაძეს, პრეზიდენტმა მის შეწყალებაზე უარი თქვა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა