ხატია დეკანოიძე - დეკანოზ გიორგი მამალაძის თავისუფლება ნამდვილად არ უნდოდა ბიძინა ივანიშვილს და როგორც ჩანს, არც საპატრიარქოს

დეკანოზ გიორგი მამალაძის თავისუფლება ნამდვილად არ უნდოდა ბიძინა ივანიშვილს და როგორც ჩანს, არც საპატრიარქოს,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ხატია დეკანოიძე აღნიშნავს, რომ მას არც ჰქონია მოლოდინი, რომ დეკანოზს შეიწყალებდნენ.

ბიძინა ივანიშვილს, რომელსაც წარმოადგენს სალომე ზურაბიშვილი, არ სურს დეკანოზის თავისუფლება და გასაგებია, რატომაც არ სურს ვინაიდან, მთელი ეს საქმე არის ძალიან ბევრი კითხვის ნიშნით, უზუსტობით, ძალიან ბევრი ფარისევლობით და გაყალებებით მოცული.

ამავე დროს, არ შემიძლია არ გამოვთქვა წუხილი იმასთან დაკავშირებით, რომ როგორც ჩანს, საპატრიარქომ დაჟინებით არ მოითხოვა დეკანოზის შეწყალება. ეს უფრო პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას ჰგავს. როგორც წესი, საპატრიარქოს მხრიდან თითოეულ მოთხოვნას ხელისუფლება ეკიდება ყოველთვის ძალიან დიდი სიფრთხილით. როგორც ჩანს, დეკანოზი გიორგი მამალაძის თავისუფლება ნამდვილად არ უნდოდა უფრო მეტად ბიძინა ივანიშვილს და როგორც ჩანს არც საპატრიარქოს,"- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა