გია ვოლსკი სერგეი ლავროვის შესაძლო ვიზიტზე - აქ მარტო ჩვენი პოზიცია არ არის, ევროსაბჭოს დედაქალაქი ხდება თბილისი, შესაბამისად, მათი დღის წესრიგით იცხოვრებს იმ პერიოდში

როგორც მოსკოვში, ასევე თბილისში ამ საკითხებთან დაკავშირებით იქნება მსჯელობა, - ასე უპასუხა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ევროსაბჭოს მინისტერიალის ფარგლებში საქართველოში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის შესაძლო ჩამოსვლაზე კითხვას. ვოლსკის განმარტებით, თბილისი ევროსაბჭოს დედაქალაქი ხდება და შესაბამისად ევროსაბჭოს რეგლამენტებითა და ევროსაბჭოს დღის წესრიგით იცხოვრებს.

„იგივე საკითხები ხშირად ისმის, როდესაც გაერო-ში გენერალური ასამბლეა ტარდება, ჩამოვა თუ არა კუბის ან ირანის ხელმძღვანელი, როდესაც ძალიან დიდია დაპირისპირება და ფაქტობრივად ომის პირას არის მისული სიტუაცია აშშ-სა და ირანს შორის. ჩრდილოეთ კორეის დელეგაციის ჩამოსვლის საკითხი დგება და ჩამოდიან მაინც. ჩვენთან არ არის ადვილი სიტუაცია. არ მგონია, რომ იმაზე უფრო ნაკლებად რთული იყოს, შეიძლება, მასშტაბი ის არ არის, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, სერიოზული გავლენა აქვს რეგიონზეც, მსოფლიო პოლიტიკაზეც. აქედან გამომდინარე, როგორც მოსკოვში, ასევე თბილისში ამ საკითხებთან დაკავშირებით იქნება მსჯელობა. ჩემი პირადი დამოკიდებულება ამ საკითხთან დაკავშირებით არ არის ცალსახა, აქედან გამომდინარე, არ ვარ მზად პასუხის მოსაცემად. აქ მარტო ჩვენი პოზიცია არ არის, ევროსაბჭოს დედაქალაქი ხდება თბილისი, შესაბამისად ევროსაბჭოს რეგლამენტებითა და ევროსაბჭოს დღის წესრიგით იცხოვრებს იმ პერიოდში თბილისი და როგორ შეესაბამება ეს იმ ვითარებას, რომელიც არსებობს საქართველოსა და რუსეთს შორის, საკმაოდ მძიმე და რთულია ამ საკითხთან დაკავშირებით რამე კომენტარი“, - განაცხადა ვოლსკიმ.

რაც შეეხება იმას, რომ სერგეი ლავროვს დარღვეული აქვს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი, ვოლსკი აცხადებს, რომ ეს მძიმე თემაა. „არ მგონია, რომ ჩვენი კანონი ოკუპაციის შესახებ უგულებელყოფილი უნდა იყოს, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ ევროსაბჭოს დედაქალაქია თბილისი ამ პერიოდის განმავლობაში, ამიტომ ჩვენებს მართებს საკმაოდ ინტენსიური კონსულტაციები საერთაშორისო პარტნიორებთან და ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებთან“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, საქართველომ, როგორც თავმჯდომარე ქვეყანამ, მაისში ევროპის საბჭოს მინისტერიალს და ორგანიზაციის წევრი ქვეყნების დელეგაციებს უნდა უმასპინძლოს. არსებული ინფორმაციით, რუსეთის დელეგაციას სერგეი ლავროვი წარმოადგენს, რომელსაც თავის მხრივ, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონი არაერთხელ აქვს დარღვეული.

კორნელი კაკაჩია - ხელისუფლებამ უნდა შეძლოს ქვეყნის გადაყვანა დაპირისპირების რელსებიდან კონსტრუქციულობის ფორმატში, თუმცა ამის რესურსს მმართველ გუნდში ვერ ვხედავ
დიმიტრი შველიძე - რუსული ოკუპაციის 100 წლისთავზე მთავარია გვახსოვდეს - ყოფილი მეტროპოლია ფარული ჩარევით, მშვიდად უყურებს საქართველოში პოლიტიკური ბანაკების გაუთავებელ ომს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2021
ახალი სენსორული POS სავაჭრო ობიექტებისთვის
რას წარმოადგენს Samsung-ის ოფიციალური ჰოლოგრამა?
სითი თაუერი – შენი წარმატების წერტილი ბიზნესში! (R)
კომპანია "სილქნეტი" განცხადებას ავრცელებს
როგორ შეუძლიათ ბიზნესებს თანამშრომელთა სამუშაო საათები ავტომატურად აღრიცხონ?
ბაკურიანის მსოფლიო თასის ეტაპებისთვის რეგისტრაცია დასრულებულია
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან არსებულმა დაზარალებულთა ნდობის ფონდმა საქართველოსთვის დახმარების პროგრამა დაამტკიცა
ლაბორატორია „მეგალაბში“ კორონავირუსის ე.წ. ბრიტანული შტამის დადგენაა შესაძლებელი