ადვოკატი - სირცხვილია, პრეზიდენტმა პატრიარქის მოკვდინებაში დაადანაშაულა დეკანოზი მამალაძე, მაშინ როცა სასამართლოს მიერ დაზარალებულად შორენა თეთრუაშვილია ცნობილი

საქართველოს საპატრიარქომ ეს წნეხი საზოგადოების მხრიდან 3 წელი ატარა და ახლა ცდილობს სხვა ინსტიტუტზე გადაიტანოს პასუხისმგებლობა. მათ ამ ადამიანის პატიმრობაში დატოვება სურთ ერთადერთი მიზეზის გამო, რომ დეკანოზი დაისაჯოს სამაგალითოდ რათა შემდეგ სხვა სასულიერო პირმა არ გაბედონ ის, რაც მან გაბედა“, - ამის შესახებ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ განაცხადა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დეკანოზის შეწყალებაზე უარი თქვა.

ადვოკატის განცხადებით, პრეზიდენტმა სამი წლის თავზეც არ იცის თუ რას ედავებიან დეკანოზ მამალაძეს და საქმეში ვინ არის დაზარალებული. მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილმა მოსახლეობა ამ განცხადებით შეცდომაში შეიყვანა.

“საქართველოს პრეზიდენტმა სამი წლის თავზე მაინც უნდა იცოდეს, რომ ამ საქმეში არა ეკლესია, არამედ საერო პირი შორენა თეთრუაშვილი არის დაზარალებულად ცნობილი. მან პატრიარქის მოკვდინებაში დაადანაშაულა დეკანოზი, მაშინ როდესაც ამ საქმეზე სამი ინსტაციის სასმართლო დასრულდა და დაზარალებული შორენა თეთრუაშვილია. მან შეიყვანა საზოგადოება შეცდომაში და მოატყუა. ახალი წესებით აპელირებაც არის საზოგადოების მოტყუება, რადგან კონსტიტუცია მას უპირობოდ აძლევს ნებისმიერი მოქალაქის შეწყალების უფლებას. სირცხვილია, მან სამი წლის თავზე ის მაინც უნდა იცოდეს თუ რას ედავებიან დეკანოზს და ვინ არის ამ საქმეში დაზარალებული”, - განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის შეწყალებაზე უარი თქვა.

„პატრიარქის ავტორიტეტისა და მისი სიცოცხლის ხელყოფა ნიშნავს საქართველოს ხელყოფას. ბოლოს მინდა ვთქვა, რომ ეს ჩემი მყარი გადაწყვეტილებაა და მე არ მექნებოდა პასუხი იმაზე, თუ რა მაგალითზე უნდა გავზარდოთ ჩვენი შვილები და შემდეგი თაობა. ალბათ, იკითხავთ რატომ არ გავითვალისწინე წმინდა სინოდის თხოვნა - ამაზე პასუხი ის გახლავთ, რომ შეწყალება ეკლესიის წიაღში, რომელიც არსებითად ქრისტიანულია და შეწყალება სახელმწიფოს მხრიდან ერთმანეთისგან განსხვავდება“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა