მიხეილ კალანდია მოსამართლეს - მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედების და მტკიცებულებების განადგურების საფუძველი არ მაქვს - არც ერთი მტკიცებულება ჩემ წინააღმდეგ არაფერს ამტკიცებს

ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით დაკავებულმა მიხეილ კალანდიამ სასამართლო პროცესზე მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილს მიმართა.

მისი განცხადებით, 2018 წელს პარლამენტში მაშინდელმა შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ იმ მტკიცებულებებით, რაც მაშინ ჰქონდათ, კალანდია დასაკავებელი არ იყო. მისივე თქმით, პროკურატურას ახლაც იგივე მტკიცებულებები აქვს, არაფერი დაუმატებია და მას აქვს კითხვა, თუ ამ მტკიცებულებებით 2018 წელს არ იყო დასაკავებელი, რატომ არის ის დაკავებული იმავე მტკიცებულებებით 2019 წელს.

„2018 წელს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ ამ საქმეზე საუბრისას თქვა, რომ იმ მტკიცებულებებით, რომელიც დღეს აქვთ, მე დასაკავებელი არ ვიყავი და მიჩნდება კითხვა, თუ იმ მტკიცებულებებით არ ვიყავი დასაკავებელი, იგივე მტკიცებულებებით როგორ გავხდი 2019 წელს დასაკავებელი? პროკურატურას არაფერი დაუმატებია, იგივე მტკიცებულებებით მედავებიან. მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედების და მტკიცებულებების განადგურების საფუძველი არ მაქვს. არც ერთი მტკიცებულება ჩემ წინააღმდეგ არაფერს ამტკიცებს, მე არ მაქვს საფუძველი, რომ ეს მტკიცებულება გავანადგურო”, - მიმართა კალანდიამ მოსამართლეს.

დღევანდელ პროცესზე კალანდიას ადვოკატმა, ზურაბ თოდუამ აღკვეთის ღონისძიება პატიმრობის 5 000-ლარიანი გირაოთი შეცვლის შუამდგომლობა დააყენა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო