გია ვოლსკი ოპოზიციის მიერ შედგენილ „შავ სიაზე“ - ადამიანები, რომლებიც „შავ სიაში“ დიდი ხანია არიან, ცდილობენ ამგვარი „ფლეშმობებითა“ და პერფორმანსებით გაიძლიერონ პოზიციები

ადამიანები, რომლებიც „შავ სიაში“ დიდი ხანია არიან, ცდილობენ, სხვა „შავი სიები“ შეადგინონ და ამგვარი „ფლეშმობებითა“ და პერფორმანსებით გაიძლიერონ პოზიციები, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ოპოზიციური ლიდერების მიერ შედგენილ „შავ სიასთან“ დაკავშირებით გააკეთა, რომელიც მათ საერთაშორსო პარტნიორებს უნდა წარუდგინონ სიაში მყოფ ადამიანებზე სანქციების დაწესების მიზნით.

„მე მგონია, რომ თვითონ ადამიანები, რომლებიც „შავ სიაში“ დიდი ხანია არიან, ცდილობენ სხვა „შავი სიები“ შეადგინონ და ამგვარი „ფლეშმობებითა“ და პერფორმანსებით დაიმკვიდრონ და გაიძლიერონ პოზიციები. არასწორი თემაა. გარდა იმისა, რომ პოლიტიკურად არის უზნეობა, რომ ესეთი ადამიანები, თვითონ, ვინც „შავ სიას“ ადგენდნენ, მუდმივად ამით იყვნენ დაკავებულები და შემდეგ ამ სიაში მოხვედრილები ეწამებოდნენ, სიცოცხლეს კარგავდნე, ან ღირსებას, ამასთან იმავე ფანდების გამეორება, ვფიქრობ, აღარ გამოუვათ“,- განაცხადა გია ვოლკიმ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა